ბრაზილიის ნაკრების, „მილანისა“ და „ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელი, 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონი რონალდინიო, ჯერ ისევ შინაპატიმრობაში იმყოფება. თუმცა, თუ ESPN-ს დავუჯერებთ, რონი აგვისტოში ამ პრობლემას მოიხსნის.
როგორც იცით, რონალდინიო ძმასთან ერთად პარაგვაის დედაქალაქ ასუნსიონის აეროპორტში ყალბი პასპორტით საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო დააკავეს. მოგვიანებით, რონიც და რობერტო დე ასის მორეირეც 1.6 მილიონი დოლარის სანაცვლოდ თავდებით გაათავისუფლეს და მას შემდეგ შინაპატიმრობით სასტუმრო „პალმაგორაში“ იმყოფებიან. საკმაოდ ძვირიანი სასტუმროა – რონალდინიოს ლუქსი აქვს აღებული და 9 აპრილის შემდეგ ღამეში 380 დოლარს იხდის.
საბოლოოდ, გამოძიება მივიდა დასკვნამდე, რომ ძმებს ბრალი მხოლოდ ყალბ დოკუმენტებში ედებათ და სხვა კრიმინალურ სქემებთან საქმე არ აქვთ. ვარაუდობენ, რომ ბრალის აღიარების შემთხვევაში ძმებს სხვისი პასპორტით საზღვრის გადაკვეთის მცდელობის გამო მხოლოდ ჯარიმას გამოუწერენ.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 19:21ბეგის თასი მესამე პლატოს
მთავარი ამბავი06/06/2026 | 20:36როლან გაროსი ანდრეევამ მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 14:07ფავორიტები გავარდნენ
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 20:40ლუკა ჩემპიონი
