ბასილაშვილი ნიუ იორკში დარეგისტრირდა

Home კატეგორიის გარეშე ბასილაშვილი ნიუ იორკში დარეგისტრირდა
ბასილაშვილი ნიუ იორკში დარეგისტრირდა

Tennis - Streaking Basilashvili reaches Memphis finalნიკოლოზ ბასილაშვილს ვაშინგტონში გასამართი ტურნირი კი ჩაეშალა, მაგრამ ნიუ იორკში დაგეგმილ მასტერსზე დარეგისტრირდა. ადრე Western & Southern Open ცინცინატიში იმართებოდა ხოლმე, ამჯერად კი მასპინძელი ნიუ იორკია.

ტურნირი 22-28 აგვისტოს გახლავთ დაგეგმილი და წესით აშშ-ს ღია პირველობა უნდა მიჰყვეს.

აღსანიშნავია, რომ WSOpen-ს მსოფლიო რეიტინგის თავში მყოფი 40 ჩოგბურთელიდან მხოლოდ 4 დააკლდება: როჯერ ფედერერი, სტენ ვავრინკა, გაელ მონფილსი და ფაბიო ფონინი (იტალია).

ბასილაშვილმა WSOpen-ზე შარშანაც ითამაშა, მაგრამ პირველივე წრეში ანდრეი რუბლიოვთან 7:6, 4:6, 2:6 წააგო. ტურნირი კი, დანილ მედვედევმა მოიგო, რომელმაც ფინალში დავიდ გოფინს აჯობა.

WSOpen 1.000-იანი ტურნირია და მისი საპრიზო ფონდი 5 მილიონი დოლარია.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილს ATP-ს რეიტინგში 1.395 ქულით 27-ე ადგილი უკავია, ნიუ იორკის მასტერსზე კი 24-ე განთესვა ექნება.

ავტორის პროფილი

გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.