Winners of Man City vs Real Madrid to face Lyon or Juventus in ...ჯერ ვერავინ ამბობს, სად და როდის გაიმართება ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8-ფინალური მატჩი „მანჩესტერ სიტისა“ და მადრიდის „რეალს“ შორის.
საქმე იმაშია, რომ ბრიტანეთის ხელისუფლებამ დღეიდან ორკვირიანი სავალდებულო კარანტინი დააწესა მათთვის, ვინც ქვეყანაში ესპანეთიდან შედის. გადაწყვეტილების მიზეზი ესპანეთში კორონავირუსის ახალი ტალღა გახდა – მხოლოდ პარასკევს დაინფიცირების 900 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ბუნებრივია, ბრიტანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება გამონაკლისს არ ითვალისწინებს და 7 აგვისტოს გასამართ შეხვედრას კითხვის ნიშანი დაესვა. ყველაზე ოპტიმალურად შეხვედრის იმ ქვეყანაში გამართვა მოჩანს, რომელიც ორივე გუნდს უპრობლემოდ შეუშვებს საკუთარ ტერიტორიაზე.
სხვა საქმეა, რამდენად აწყობს „სიტის“ თუნდაც ცარიელი, მაგრამ მაინც საკუთარი სტადიონის უპირატესობის ხელიდან გაშვება. არადა, უეფას კალენდარშიც მატჩის გადასატანად აუცილებელი „ფანჯარა“ პრაქტიკულად აღარ დარჩა.
P.S. ინგლისური მედია წერს, რომ კულტურის მინისტრის, ოლივერ დოუდენის განცხადებაში აუცილებელი კარანტინის შესახებ, ნათქვამია, რომ „რეალი“გამონაკლისის სახით დაიშვება ბრიტანეთის მიწაზე და „სიტისთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩიც უკვე დათქმულ 7 აგვისტოს, მანჩესტერის „ეტიჰედზე“ შედგება… შეგახსენებთ, პირველი მატჩი „სიტიმ“ მადრიდში 2:1 მოიგო.

 

წილი
წინა სტატიაგეგმა მესის ირგვლივ
შემდეგი სტატიაკატეგორიული ვარი
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".