ლივერპულის „ევერტონის“ მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის დიდი ოდენობით შემოსავლის დაფარვაში, ანუ გადასახადებისთვის თავის არიდებაში ედება ბრალი.საქმე ეხება მისი სამწვრთნელო საქმიანობის ესპანურ პერიოდს, როცა მადრიდის „რეალს“ ედგა სათავეში (2014-2015).
იქაური სამართალდამცავების მტკიცებით, ანჩელოტიმ დამალა საიმიჯო უფლებების გაყიდვით მიღებული შემოსავალი და ჯამში ხაზინის 1 მილიონი ევრო მართებს.
შეგახსენებთ, რომ ესპანური სამართალდამცავი სისტემა ამ მიმართულებით საკმაოდ მკაცრად მუშაობს და ავტორიტეტებს არას დაგიდევს. სხვებს რომ თავი დავინებოთ, ამ სისტემის „კლიენტთა“ შორის სხვადასხვა დროს მესი, რონალდუ და ნეიმარიც ფიგურირებდნენ.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
