დემბელე ნისიად

Home აქეთურ-იქითური დემბელე ნისიად
დემბელე ნისიად
Ter Stegen shares mixed feelings over Barcelona season - Tribuna.comესპანური „ბარსელონა“ მზადაა უსმან დემბელეს შეელიოს და საამისოდ რამდენიმე ვარიანტს განიხილავს.
პირველი, ბუნებრივია, სრულფასოვანი ტრანსფერია და ამ შემთხვევაში ფრანგის ფასი 50-60 მილიონი ევროს ფარგლებში იქნება. თუ კრიზისულმა პერიოდმა ტრანსფერის ვარიანტი შეაფერხა, ბარსელონელები მზად არიან, დემბელე იჯარით გაუშვან, ოღონდ შემდეგი გამოსყიდვის უფლებით. ეს მკაფიო სიგნალია მისი მსურველი კლუბების, უპირველესად კი „ლივერპულისთვის“ – იურგენ კლოპი არ მალავს დემბელეს დამატების სურვილს.
რაც შეეხება, „ბარსელონას“ გადაწყვეტილებას ფრანგთან განშორების შესახებ, რამდენიმე წინაპირობა აქვს. ის ძველებურად დამაჯერებელი ვეღარ არის. თანაც, კონტრაქტის ამოწურვამდე ორი წელი დარჩა და მომდევნო სატრანსფერო ფანჯრისას მისი ფასი ავტომატურად დაიწევს. ესეც რომ არა, დემბელე ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია და მისი სახელფასო ფონდის გამოთავისუფლება კლუბში „ქამრების შემოჭერის“ გეგმის ნაწილია.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".