ჟოზე მოურინიომ „ტოტენჰემში“ საკუთარი ხელწერა მიიტანა და ეს გუნდის უპირველესი ვარსკვლავის – ჰარი კეინის თამაშზე მხოლოდ უარყოფითად აისახა. ამასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გამოთქვა Sky Sports -ის წამყვანმა ექსპერტმა პოლ მერსონმა.„კეინის გამო მაშინვე შევშფოთდი, როგორც კი გუნდში ჟოზე მივიდა. პოჩეტინოს დროს, საითაც არ უნდა განვითარებულიყო თამაში, გუნდი ერთად, კომპაქტურად გადაადგილდებოდა. შესაბამისად, იყო გოლები, დარტყმები, გამჭოლი გადაცემები ჰარი კეინის შესრულებით. ახლა ის წინა ხაზზე თავის თავს შეატოვეს და თითოეული ბურთის მოსახელთებლად გაცილებით მეტი ენერგია უნდა დახარჯოს. მატჩის ბოლოსკენ, თამაშიდან სულ რომ არ გამოთიშულიყო, 50-მეტრიანი პასების გაკეთება უწევდა. ეს კეინი არ არის.
ვფიქრობ, სეზონის ბოლოს ის სერიოზულად დაფიქრდება გუნდიდან წასვლაზე. იმის გათვალისწინებით, თუ როგორ აპირებს მოურინიო მის გამოყენებას, წარმოუდგენელია, კეინმა მომავალ სეზონში 25-30 გოლი გაიტანოს“, – ბრძანა პოლ მერსონმა პირდაპირი ჩართვისას.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
