უეფაში ჩვენთვის საინტერესო სხდომა გაიმართა. ცხადია, ერთა ლიგის ნახევარფინალების მატჩების ჩატარებაზე ვსაუბრობთ, რომლის საბოლოო თარიღები, როგორც იქნა გაირკვა.
საქართველოსა და ბელარუსის მატჩი „დინამო არენაზე“ 8 ოქტომბერს გაიმართება, ფინალში გასვლის შემთხვევაში კი, კოსოვოსა და მაკედონიას შორის გამარჯვებულს 12 ნოემბერს ვუმასპინძლებთ.
ჯერჯერობით უცნობია, შესაძლებელი იქნება თუ არა მაყურებლის დასწრება ამ ისტორიულ თამაშზე (თამაშებზე). ეს საკითხი მოგვიანებით, კორონავირუსის გავრცელების შესაბამისად გადაწყდება.
შეგახსენებთ, ევროპის ერთა თასის ნახევარფინალები მარტში უნდა გამართულიყო.