უეფამ ჩემპიონთა ლიგის დარჩენილი მატჩების თაობაზე გადაწყვეტილება 17 ივნისს უნდა გამოაქვეყნოს, მაგრამ, როგორც ჩანს, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ამის თაობაზე ესპანური მედია წერს.
ესპანელებისთვის ეს საკითხი იმიტომ იყო საინტერესო, რომ უეფა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის დასრულებას ლისაბონში გეგმავდა, თუმცა შემდეგ საქმეში მადრიდიც ჩაერთო და მასპინძლობის სურვილი გამოთქვა. სავარაუდოდ, უეფამ ესპანელთა სურვილი არ გაითვალისწინა და მხოლოდ ლისაბონზე იმსჯელა.
ახლა ფორმატი ტურნირის მერვედფინალის დარჩენილი თამაშები 8 და 9 აგვისტოს ჩატარდება, 12 აგვისტოს კი, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მინი-ტურნირი დაიწყება. 8 საუკეთესო გუნდი ფლეი ოფის სისტემით ითამაშებს. ანუ მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში საუკეთესოებს თითო-თითო მატჩი გაარკვევს. ეს ტურნირი „რვათა ფინალად“ მოინათლა.
შეხევედრები „ჟოზე ალვალადესა“ და „ეშტადიუ და ლუჟზე“ მაყურებლების გარეშე ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ პანდემიის გამო გამოცხადებულ იძულებით შესვენებამდე მერფვედფინალში გასვლა პსჟ-მ, ატლეტიკომ, ლაიფციგმა და ატალანტამ მოასწრეს.
ჩასატარებელია მერვედფინალის ეს საპასუხო მატჩები
„ბაიერნი“-„ჩელსი“ (პირველი მატჩი 3:0);
„ბარსელონა“-„ნაპოლი“ (1:1);
„იუვენტუსი“-„ლიონი“ (0:1);
„სიტი“-„რეალი“ (2:1);
საბოლოო გადაწყვეტილებას უეფამ 17-18 ივნისს მიიღებს.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი22/06/2026 | 22:47საქართველო რიდით ვარჯიშობს
სიახლეები16/06/2026 | 22:46ჯიკიჩის შემადგენლობა და გეგმა…
სიახლეები06/06/2026 | 18:47ფეხბურთი იწყება უბნიდან
მთავარი ამბავი02/06/2026 | 23:09ამხანაგური ფრე რუმინეთთან
