ესპანური მედიის ცნობით, „ბარსელონამ“ 17 წლის ფეხბურთელის, ანსუ ფატის ტრანსფერისთვის 100-მილიონიანი წინადადება მიიღო. მედია ფატის მსურველი კონკრეტული გუნდის სახელს არ ასახელებს.
სერიოზული თანხის შეთავაზების მიუხედავად და პანდემიის შემდეგ კლუბებში არსებული ფინანსური კრიზისის გავითვალისწინებთ, „ბარსამ“ წინადადება უარყო. როგორც ირკვევა, გადაწყვეტილება პირადად კლუბის პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ მიიღო. მისი თქმით, ფატი არ იყიდება და კლუბი არ აპირებს ახალგაზრდა ტალანტის გასხვისებისთვის მოლაპარაკებებას დათანხმდეს.
ფატი „ბარსელონას“ აღზრდილია. მიმდინარე სეზონში პრიმერა დივიზიონის 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 4 გოლი და ერთი შედეგიანი პასი გააკეთა.
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
