„ლივერპულს“ ნანატრ ჩემპიონობასთან ექვსი ქულა აშორებს. რთულად წარმოსადგენია, მერსისაიდელებმა ეს უპირატესობა ცხრა ტურში გაანიავონ. თუმცა, მოახლოვებულ ჩემპიონობას ერთი მინუსი აქვს – კორონავირუსის პანდემიის გამო, გუნდი პრემიერლიგის მოგებით გამოწვეულ სიხარულს ვერ გამოხატავს და ვერც საჩემპიონო ალღუმს ჩაატარებს.
ლივერპულელთა თავკაცი იურგენ კლოპი კი გულს არ იტეხს და აცხადებს, რომ მთავარია გუნდმა პრემიერლიგა მოიგოს, საჩემპიონო ზეიმი მოიცდის.
„ლივერპულის“ გულშემატკივრები დიდი ხანი ელოდნენ ჩემპიონობას. პრემიერლიგის ასეთი დასასრული კი, საუკეთესო ვარიანტი ნამდვილად არ არის და ზეიმის უხმოდ აღნიშვნას, იდეალურს ვერ დავარქმევთ. არც მე მაქვს სურვილი სტადიონზე მარტომ ვიზეიმო, მერე სახლში წავიდე და ლუდიც მარტომ დავლიო. თუმცა, მთავარია, ტიტული გვაქვს და შეგვიძლია საჩემპიონო ალღუმი მომავალი სეზონის შუაში ჩავატაროთ. ამის გამო თუ ვინმე იფიქრებს, გიჟები ვართ, ამაზე არ ვიდარდებთ“, – ამბობს კლოპი.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები23/07/2026 | 15:06რევანშისთვის
მთავარი ამბავი17/07/2026 | 22:07ეგ ბეჭედი ვისია?..
სიახლეები10/07/2026 | 21:56სინერს ზვერევი დახვდა
სიახლეები08/07/2026 | 02:10ნოლე სინერზე გავიდა
