იტალიასა და ესპანეთში კოვიდაფეთქების ბიოლოგიურ ბომბად ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური „ატალანტა“ და „ვალენსიას“მატჩი მიიჩნიეს. ეს შეხვედრა, რომელიც „ატალანტამ“ 4:1 მოიგო, 19 თებერვალს, მილანში, „სან სიროზე“ გაიმართა და 40 ათასამდე ბერგამოელი გულშემატკივარი დაესწრო. მრავლად იყვნენ ჩასული ესპანელი ქომაგბიც.
მეტიც, იტალიურ მედიასთან საუბარში „ატალანტას“ პრეზიდენტმა ჯან პიერო გასპერინიმ განაცხადა, რომ საპასუხო მატჩის წინა დღეს კორონავირუსის სიმპტომები ჰქონდა, რაც მოგვიანებით დაუდასტურდა კიდეც.
„ვალენსია“ გასპერინის სიტყვებს განცხადებით გამოეხმაურა, რომელშიც ვკითხულობთ:
„კვირას, „ატალანტას“ მთავარი მწვრთნელის, ჯან პიერო გასპერინის მიერ იტალიურ პრესასთან გაკეთებული განცხადების შემდეგ, „ვალენსიას“ სურს გაოცება გამოხატოს მეტოქე გუნდის თავკაცის ქმედებებთან დაკავშირებით. მან, როგორც მატჩის წინა, ისე მატჩის დღეს, იცოდა, რომ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა, მაგრამ პრევენციული ზომები არ მიუღია და რისკის ქვეშ დააყენა ადამიანები, რომლებსაც ვალენსიაში გამგზავრებისას და ქალაქში ყოფნისას შეხვდა“.
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
