72 წლის დიკ ადვოკაატს ჰოლანდიურ “ფეიენოორდთან” კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. კლუბის ხელმძღვანელობამ კი თადარიგი ამთავითვე დაიჭირა და ვეტერან მწვრთნელს შემცვლელი მოუძებნა.39 წლის დირკ კუიტი თავის დროზე სწორედ “ფეიენოორდის” წევრი იყო, მერე კი ბურთაობა ინგლისურ “ლივერპულში” გააგრძელა. ამჟამად კუიტი როტერდამელების 19-წლამდელთა გუნდს უდგას სათავეში.
წინასწარ ცნობილია დირკ კუიტის თანაშემწის ვინაობაც. მას წარსულში “მანჩესტერ იუნაიტედის” და შვედეთის ნაკრების ფორვარდი ჰენრიკ ლარსონი დაეხმარება.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
