საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა განაცხადა, რომ შესაძლებელია ტოკიოს ოლიმპიური თამაშები საერთოდ გაუქმდეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ერთი წლით გადავადებული უდიდესი სპორტული ფორუმი 2021 წლის ზაფხულში არ გაიმართება.
„მესმის, რომ შეუძლებელია თამაშების დაუსრულებლად გადადება და ყოველ ჯერზე ორგკომიტეტისთვის რამდენიმე ათასი ადამიანის დაქირავება. არც ის შეიძლება, საერთაშორისო ფედერაციებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვუცვალოთ ღონისძიებათა გრაფიკი. ვერც სპორტსმენებს ვამყოფებთ მუდმივ გაურკვევლობაში,“ – ბრძანა სოკ-ის პრეზიდენტმა.
თომას ბახმა მცირეოდენი იმედი დაიტოვა, რომ უსაფრთხოების მაქსიმალურად მკაცრი პირობები თამაშების გამართვის საშუალებას დატოვებს. უკიდურეს ვარიანტად ოლიმპიადის უმაყურებლოდ გამართვაც კი განიხილება.

ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
