ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია თითქმის ჩიხური სიტუაციიდან გამოსავლის ვარიანტებს ეძებს. ცუდი სცენარის მიხედვით 2020-2021 წლების სეზონი ცარიელი ტრიბუნების წინ ჩაივლის. ოპტიმისტური პროგნოზით კი შესაძლოა, ლიგამ ტრიბუნების 10-15 პროცენტით დატვირთვის ნებართვა მიიღოს. ეს ერთ მატჩზე დაახლოებით 5-6 ათასი ქომაგის დაშვებას ნიშნავს. თუმცა, ჯერ მიმდინარე სეზონის რებუსია ამოსახსნელი.ლიგის ხელმძღვანელობას ყველაზე ოპტიმალურად მიმდინარე სეზონის ერთ ქალაქში ჩამთავრება ესახება. მსურველ ქალაქებს შორის არიან ლას-ვეგასი, ატლანტიკ-სიტი, ლუისვილი და ჰონოლულუ.
გამოკვეთილი ფავორიტი კი ორლანდოში მდებარე დისნეილენდია. სპეციალისტები ზღაპარქალაქის კოზირებად მაღალი დონის სასტუმროების საჭირო ოდენობას, სავარჯიშოდ აუცილებელი საკალათბურთო მოედნების სიმრავლეს და მაღალი დონის ტელერეპორტაჟების უპრობლემოდ განხორციელებას თვლიან.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
