ლამპარდს მერტენსი სურს

Home კატეგორიის გარეშე ლამპარდს მერტენსი სურს
ლამპარდს მერტენსი სურს

Дрис Мертенс обошел Диего Марадону по голам за «Наполи» - Рейтинг ...იტალიური „ნაპოლის“ ფორვარდი დრის მერტენსი ლონდონის „ჩელსიში“ გადასვლასთან ახლოს არის. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.

როგორც ირკვევა, ფეხბურთელს თავად ფრენკ ლამპრადი დაუკავშირდა და მის გადაბირებას ცდილობს. 33 წლის ბელგიელი წინააღმდეგი არ არის. ლონდონელებს მერტენსის ხელში ჩაგდება უფასოდ შეეძლებათ, რადგან ფეხბურთელს „ნაპოლისთან“ კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება.

მიმდინარე სეზონში ბელგიელმა შემტევმა 29 მატჩში ითამაშა, 12 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასიც მიითვალა.

მერტენსის გარდა „ჩელსი“ „ლაიფციგის“ ტიმო ვერნერისა და ლიონელი მუსა დემბელეს გადაბირებას ცდილობს.

რაც შეეხება ლონდონური კლუბიდან წამსვლელებს: „ჩელსის“ ოთხი ფეხბურთელის გაყიდვა სურს. გუნდი, შესაძლოა, დატოვონ კურტ ზუმამ, ემერსონმა, როს ბარკლიმ და მიში ბაჩუაიმ. ლონდონელები მათი გაყიდვით ხაზინის 113 მილიონ ევროთი შევსებას გეგმავენ.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...