მიუნხენის „ბაიერნის“ ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ფილიპე კოუტინიუმ მარჯვენა ფეხის ტერფზე ოპერაცია 24 აპრილს გაიკეთა. წინასწარი პროგნოზით, ფეხბურთელი ბუნდესლიგის განახლებას სრულ მზადყოფნაში უნდა შეხვედროდა, მაგრამ ტრავმა გართულდა. ექიმების თქმით, სარეაბილიტაციო კურსი ექვსიდან რვა კვირამდე გასტანს, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე სეზონში კოუტინიუ „რეკორდმაისტერს“ ვეღარ დაეხმარება.შეგახსენებთ, რომ კოუტინიუს კონტრაქტი „ბარსელონას“ ეკუთვნის, გერმანელებთან საიჯარო ხელშეკრულებას კი სეზონის ბოლოს გასდის ვადა. ბრაზილიელს, სავარაუდოდ, გაყიდიან, რისი უპირველესი მიზეზიც მისი ასტრონომიული ხელფასია. მსურველთა შორის ფავორიტი ინგლისური „ნიუკასლია“, კატალონიელებს კი მის სანაცვლოდ ერთბაშად 80 მილიონი ევროს მიღება სურთ. თავის დროზე კოუტინიუ „ბარსამ“ „ლივერპულიდან“ 120 მილიონად იყიდა.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
