„იუვენტუსის“ ყოფილმა მეკარე ედვინ ვან დერ სარმა, გაიხსენა როგორ თამაშოდა 1999 – 2001 წლებში ტურინულ კლუბში ზინედინ ზიდანთან ერთად.

„ზიდანს ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა. ინგლისურადაც ცუდად საუბრობდა. უფრო ფრანგულად და იტალიურად გვესაუბრებოდა, მაგრამ როგორ ეპყრობოდა ბურთს, ყველამ კარგად იცის. რა თქმა უნდა, ბნელი მხარე ზიდანსაც ჰქონდა და ყვითე- წითლებსაც იღებდა, მაგრამ ყველა შემთხვევაში ის იყო ფანტასტიკური. ვარჯიშებზე Fiat-ით მოდიოდა ხოლმე. Levi’s-ის ჯინსები და მაისურა, ასევე аdidas-ის ფეხსაცმელი ეცვა. ამ დროს სხვა ფეხბურთელები Ferrari-თ მოძრაობდნენ, Dolce&Gabbana და Versace ემოსათ. ზიდანი „იუვეში“ ერთობ მოკრძალებული კაცი იყო,“ – ციტირებს ვან დერ სარის სიტყვებს ესპანური AS.