რეალი მეოთხეზე გავიდა

Home აქეთურ-იქითური რეალი მეოთხეზე გავიდა
რეალი მეოთხეზე გავიდა
სანამ საფეხბურთო სამყარო მონატრებული სანახაობის მოლოდინში ხელებს იფშვნეტს, სპორტული მედია მისთვის ათას ვირტუალურ კონკურს-შეჯიბრებას იგონებს.
ესპანურმა „მარკამ“ გამოკითხვა ჩაატარა, რომლის მიზანიც საფეხბურთო კლუბის ყველაზე ლამაზი ემბლემის გამოვლენა იყო.
3,2 მილიონი მკითხველის აზრით, მსოფლიოში ულამაზესი ლოგო მაროკოულ „რაჯა კასაბლანკას“ აქვს. 3 მილიონი ხმით მეორე ადილზე ეგვიპტური „ალ-აჰლი“ გავიდა, მესამე კი ბრაზილიური ფლუმინენსე (169 ათასი ხმა) გახლავთ.
საოცარია, რომ ესპანელთა მიერ ჩატარებული გამოკითხვის ათეულში ერთადერთი ესპანური კლუბია – მადრიდის „რეალის“ 134 ათასი ხმა მხოლოდ მე-4 ადგილისთვის იყო საკმარისი. ათეულში ასევე მოხვდნენ: „ფენერბახჩე“ (თურქეთი), „ლივერპული“ (ინგლისი), „კოლო-კოლო“ (ჩილი), ცსკა (რუსეთი), „ბეშიქთაში“ (თურქეთი).

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...