ინგლისური „ნიუკასლის“ შესაძენად არც თუ სახუმარო ბრძოლა გაჩაღდა. კლუბის დღევანდელი მფლობელი, მილიარდერი მაიკ ეშლი დიდი ხანია ეძებდა მსუყე შეთავაზებას.რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საუდის არაბეთის პრინცი მუჰამედ იბნ სალმანი მზადაა, ინგლისურ „ახალციხეში“ (როგორც კლუბის სახელი ითარგმნება) 345 მილიონი ევრო გადაიხადოს.
მაიკ ეშლი ყაბულს იყო, მაგრამ ლიგას ჯერ არ მიუცია გარიგებაზე დასტური. ერთ-ერთი მიზეზი პრინცის ცუდი რეპუტაცია. მას ადამიანების გატაცებას და „ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტის მკვლელობის დაკვეთას ედავებიან. პრინცის წინააღმდეგ ღიად ილაშქრებს აწ უფლებადამცველი და წარსულში მსოფლიოს ჩემპიონი ჭადრაკში გარი კასპაროვი.
ვიდრე ლიგა დასტურზე ფიქრობდა, მუჰამედ სალმანის ძეს სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა. ამერიკელი მედიამაგნატი ჰენრი მორისი “ნიუკასლში” 400 მილიონ ევროს იხდის. წყარო იტყობინება, რომ მორისი „ლივერპულის“ სტაჟიანი ქომაგია და სურს ნიუკასლში ისეთივე პროექტი განახორციელოს, რომელმაც ლივერპულელები ტრიუმფამდე მიიყვანა.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
