საქართველოში რაგბი კიდევ გადაიდო

Home კატეგორიის გარეშე საქართველოში რაგბი კიდევ გადაიდო

საქართველოს რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელმა ნიაზ მამრიკიშვილმა განაცხადა, რომ ქართულ რაგბში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზა  თავდაპირველად გამოცხადებულ 1 აპრილს არ დასრულდება.

როგორც მედიკოსები პროგნოზირებენ, პანდემიის განვითარებამ პიკს აპრილში უნად მიაღწიოს და ამ დროს რაგბის თამაში მიზანშეუწონელია, ამდენად, საშეჯიბრო კომიტეტმა ლიდერბეთის დიდი 10-ის განახლების თარიღი ორი კვირით გადაწია, მაგრაამ ამას ასევე საგანგებო მდგომარეობაც ემატება, რომელიც ძალაში სულ ცოტა 21 აპრილამდე იქნება.

ავტორის პროფილი

სლავა გასპაროვი
სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.