ჭდე: დიდი 10

Home დიდი 10
პატარა გორი დიდ 10-ში
ჩანაწერი

პატარა გორი დიდ 10-ში

სარაგბო ჩემპიონატის პირველი ლიგის ფინალმა, რომელიც დედაქალაქურ „ავჭალაზე“ გაიმართა, ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ეს იყო თამაში, რომელიც აშკარად იმსახურებდა დიდი ფინალის წოდებას. რეგულარული სეზონის მომგები „გორი“ გამოკვეთილი ფავორიტი იყო პირველი ლიგის ახალბედა თბილისის „წიქარასთან“ დაპირისპირებაში, თუმცა ამ დრამატული მატჩის თავბრუდამხვევმა სიუჟეტმა მაყურებელი და ორივე მოწინააღმდეგე მხარე უკიდურეს დაძაბულობაში ბოლო წამამდე ამყოფა. „გორმა“ თამაშის ბოლოსწინა წუთზე გატანილი [...]

დიდი 10 ბათუმურად
ჩანაწერი

დიდი 10 ბათუმურად

2024-2025 წლების დიდი 10-ის სეზონის გადამწყვეტ მატჩში „ბათუმმა“ ქუთაისის „აიას“ 14:10 მოუგო და საქართველოს ჩემპიონის ტიტულს მეხუთედ დაეუფლა. არადა მატჩი ქუთაისში, „აია არენაზე“ იმართებოდა და ამ მხრივ მასპინძლებს უპირატესობა უნდა ჰქონოდათ, მაგრამ ბათუმურ გუნდს ზღვისპირეთიდან იმდენი ქომაგი წაჰყვა, რომ ტრიბუნებზეც ფაქტობრივად ისეთივე მდგომარეობა იყო, როგორიც სათამაშო მოედანზე. ეს იყო ორი კარგი გუნდის უდაძაბულესი და უდრამატულესი [...]

სარბიელის სინი რუსთავში 
ჩანაწერი

სარბიელის სინი რუსთავში 

საქართველოს შიდა სარაგბო სეზონი 6 სექტემბერს დიდ 10-ში დაბრუნებული დედაქალაქური „არმიასა“ და ქვეყნის ჩემპიონ „აიას“ ჯახით გაიხსნება. 2024/2025 წლების რეგულარულ სეზონში დიდ 10-ში შემდეგი გუნდები იასპარეზებენ: სამი თბილისური – „ლელო-სარასენსი“, „ხვამლი“ და „არმია“; ორი ქუთაისური – „აია“ და „არესი“; და კიდევ 5 – ბათუმის „ბათუმი“, რუსთავის „ხარები“, ბოლნისის „ყოჩები“, სტეფანწმინდის „ყაზბეგი“ და ლიგის დებიუტანტი, სამცხე-ჯავახეთის „ტაო“. [...]

რა ხდება დიდ 10-ში?!
ჩანაწერი

რა ხდება დიდ 10-ში?!

შაბათს ბათუმში საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალური მატჩი უნდა გამართულიყო ადგილობრივ კლუბსა და თბილისის „აკადემიას“ შორის, მაგრამ, სამწუხაროდ, თამაში ჩაიშალა. დათქმულ დროს გუნდები შევიდნენ ბათუმის სტადიონის მოედანზე, ცენტრში კაპიტნებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და გასახდელისკენ გაემართნენ. მიზეზი კი ქართველი სარაგბო მსაჯების გაფიცვა იყო – ასეთი რეაქცია ჰქონდათ ამ პროფესიის წარმომადგენლებს ზოგიერთი მათი კოლეგის მიმართ აგრესიის ფაქტებზე [...]

12 გუნდით გარდამავალი დიდი 10
ჩანაწერი

12 გუნდით გარდამავალი დიდი 10

საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური საიტის ცნობით, დიდი 10-ის 2020/2021 წლების გარდამავალი, 12-გუნდიანი ტურნირი 9 ოქტომბერს დაიწყება, ქვეყნის ჩემპიონი კი მაისში გამოვლინდება. COVID-19-ის პანდემიის გამო შეწყვეტილი შარშანდელი ჩემპიონატის შემდეგ, დიდ 10-ში გუნდების რაოდენობა ერთი წლით 12-მდე გაიზარდა. ისინი 2019/2020 წლების სეზონის დაუსრულებელი ჩემპიონატის შეწყვეტის მომენტში არსებული სატურნირო ვითარების მიხედვით, ორ ექვს-გუნდიან ჯგუფში გადანაწილდნენ. ა ჯგუფში მოხვდნენ [...]

ოფიციალურად: 12 გუნდი ერთი წლით
ჩანაწერი

ოფიციალურად: 12 გუნდი ერთი წლით

საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 2020/2021 წლების სეზონში 10-ის ნაცვლად 12 გუნდი ითამაშებს. საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობამ, 2019/2020 წლების კაცთა ლიგების ჩემპიონატების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო და შესაბამისად, საშეჯიბრო დებულებაში დროებითი ცვლილებები შეიტანა, რომლებიც ერთი წელი იმოქმედებს. უმაღლესი ლიგის 10 გუნდს + თბილისის „ლელო-სარასენსს“, „ბათუმს“, ქუთაისის „აიას“, რუსთავის „ხარებს“, თბილისის „აკადემიას“, გორის „ჯიქს“, ბოლნისის „ყოჩებს“, თბილისის „იუნკერებს“, [...]

დიდი 10 დიდი 12 გახდა
ჩანაწერი

დიდი 10 დიდი 12 გახდა

2019-2020 წლების დიდი 10 აღარ გაგრძელდება და გასული სეზონი გაუქმებულად გამოცხადდება. პრინციპში, ამის გამოცნობას დიდი ფიქრი არც სჭირდებოდა. მიუხედავად საქართველოს რაგბის კავშირის მცდელობებისა, რომ ჩემპიონატი რაიმე ფორმით განახლებულიყო, გუნდების ერთ ნაწილს ჯერ ვარჯიშიც არ დაუწყია, ასეთ პირობებში კი, შეზღუდულ ვადებში, სხვა გამოსავალი  არც რჩება. რატომ არ განაახლეს გუნდებმა ვარჯიში? ოფიციალურად, ამის მიზეზი უფულობაა, თუმცა არის [...]

დიდი 10 ჯერ უცნობია
ჩანაწერი

დიდი 10 ჯერ უცნობია

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის, გოჩა სვანიძის განცხადებით, დიდი 10-ის განახლების საკითხი გადაწყვეტილი არაა და ის ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული. მან თქვა, რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი კლუბების ფინანსური მდგომარეობაა, რომელიც სახარბიელო არაა: „კლუბებმა ერთმანეთში უნდა მოილაპარაკონ და გადაწყვეტილება ამის მიხედვით მიიღონ. ჩემი აზრით, საშეჯიბრო კომიტეტმა სავარაუდო ვადების გამოქვეყნება იჩქარა. ეს არაა გადაწყვეტილება, რადგან საბოლოო გადაწყვეტილებას გამგეობა [...]

დიდი 10 ორ თვეში
ჩანაწერი

დიდი 10 ორ თვეში

საქართველოს რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით, დიდ 10-ში თამაშები სავარაუდოდ 24-26 ივლისს, ან 31 ივლისს – 1 აგვისტოს განახლდება. ეს დამოკიდებული იქნება ქვეყანაში COVID 19-ის პანდემიის გავრცელების მასშტაბებსა და სახელმწიფოს რეკომენდაციებზე. მანამდე, გუნდებს ეძლევათ რეკომენდაცია განაახლონ ინდივიდუალური ვარჯიშები 22 მაისიდან, ხოლო 1 ივნისიდან ჯგუფურად, სპეციალური მოთხოვნების დაცვის პირობით. ჩემპიონატის დათქმულ ვადებში განახლების შემთხვევაში, ჩატარდება რეგულარული პირველობის ოთხივე [...]

ჩანაწერი

საქართველოში რაგბი კიდევ გადაიდო

საქართველოს რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელმა ნიაზ მამრიკიშვილმა განაცხადა, რომ ქართულ რაგბში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზა  თავდაპირველად გამოცხადებულ 1 აპრილს არ დასრულდება. როგორც მედიკოსები პროგნოზირებენ, პანდემიის განვითარებამ პიკს აპრილში უნად მიაღწიოს და ამ დროს რაგბის თამაში მიზანშეუწონელია, ამდენად, საშეჯიბრო კომიტეტმა ლიდერბეთის დიდი 10-ის განახლების თარიღი ორი კვირით გადაწია, მაგრაამ ამას ასევე საგანგებო მდგომარეობაც ემატება, რომელიც [...]