კრონავირუსის პანდემიის დროს ფეხბურთელები შინ სხედან, ცოლ-შვილთან ერთად და სახლის პირობებში ინდივიდუალურად ვარჯიშობენ. მათ რიცხვშია „ბარსელონას” ხორვატი ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი, რომელიც დარბაზის და ტრენაჟორების გარდა ინტერნეტშიც ბევრ დროს ატარებს, ხუმრობს და ფანებს ელაპარაკება.
„ფაქტია, რომ ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა, მაგრამ მე ვგრძნობ, რომ ჩემი თანაგუნდელები, ვარჯიში და ახლობლები მენატრებიან. მინდა მალე დაბრუნდეს ჩვეულებრივი ცხოვრება, განვაგრძო ბრძოლა ყველა იმ მიზნისთვის, რომელიც „ბარსელონას” აქვს დასახული და… ერთი პირადი სურვილიც მაქვს. მინდა, რაც შეიძლება მალე გავიდე მოედანზე და „ბარსას” მაისურით ჩემი მე-300 თამაში ჩავატარო”, — თქვა ვეტერანმა.
რაკიტიჩს „ბლაუგრანას” შემადგენლობაში 299 შეხვედრა აქვს ჩატარებული.
სახლში ვარჯიშის შესახებ კი ხორვატმა ასე ილაპარაკა: „ფიზიკური მომზადების ყველა მწვრთნელს ფეხბურთელების ჯგუფი ჰყავს განპიროვნებული და ჩვენ მათთან ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს. ვარჯიშებს შინ, ჩემს დარბაზში ვასრულებ. რაც შეეხება კვებას, კლუბში მზარეული გვყავს, მაგრამ არც სახლში მაქვს პრობლემა. ჩემს მეუღლეს ძალიან უყვარს სამზარეულოში ტრიალი, არც მე ვარ ამ საქმისგან შორს და ერთად ვიგონებთ ხოლმე რეცეპტებს”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური29/06/2026 | 09:34კაცი ძეგლი კონგოდან
აქეთურ-იქითური29/06/2026 | 08:51ლინეკერი: საფრანგეთი გერმანიას იოლად მოუგებს
აქეთურ-იქითური29/06/2026 | 08:07ავსტრია vs ალჟირი ჩაწყობილი იყო?
სიახლეები28/06/2026 | 10:59გაწბილებული ნიკო უილიამსის საჯარო წერილი
