
მრავალჭირგადახდილი „მალაგა“ ალბათ მესაკუთრეს შეიცვლის. კლუბის შეძენის სურვილი ამერიკულმა კომპანიამ გამოთქვა, რომელიც მჭიდრო კავშირშია მსახიობ და პროდიუსერ ჯორჯ კლუნისთან.
ამჟამად კლუბის მეპატრონე შეიხი ალ-ტანია, რომელმაც კლუბი 2010 წელს სასაცილო 35 მილიონ ევროდ შეიძინა. ორი წლის თავზე კლუბი ლა ლიგაში მეოთხე იყო, ჩემპიონთა ლიგაში მეოთხედფინალამდე მივიდა და იურგენ კლოპის „დორტმუნდთან“ დიდწილად მსაჯების შეცდომების გამო დამარცხდა. მერე იყო კლუბის დადანაშაულება ფეარ ფლეის პრინციპების დარღვევაში, ტულალანის, ხოაკინის და ისკოს იძულებით გაყიდვა და ვარდნა უფსკრულში…
ამის მიუხედავად, ალ-ტანიმ ორი კვირის წინ კლუბში 100 მილიონი ევრო მოითხოვა. ამერიკელებმა შეიხს მადის დაოკება ურჩიეს და მოლაპარაკება გრძელდება. მით უმეტეს, ახალ მფლობელს 5.5 მილიონი ევრო ჯარიმის გადახდაც მოუწევს.
და მაინც, რა შუაშია კლუნი? მასთან დაკავშირებულ კომპანიას მალაგაში ახალი ჰოლივუდის მოწყობა, კლუბის ბაზაზე კი რეალითი შოუს გადაღება აქვს დაგეგმილი. თავად კლუნი გამჭრიახი ბიზნესმენის იმიჯით სარგებლობს. 2013 წელს მან 300 ათას დოლარად დააარსა ბრენდი CASAMIGOS TEQUILA რომელიც 2017 წელს 1 მილიარდ დოლარად გაყიდა და მყისვე ყველაზე მდიდარ მსახიობად იქცა.
ვნახოთ, როგორ აისახება „მალაგას“ გაჭირებულ ყოფაზე კლუნის ყოვლისშემძლე ქარიზმა.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
