პიკე ლონდონში

Home აქეთურ-იქითური პიკე ლონდონში
პიკე ლონდონში

ჟერარდ პიკემ ჩემპიონთა ლიგის ბოლო შეხვედრაში, “კამპ ნოუზე”, “ოლიმპიაკოსთან”, ორი ყვითელი ბარათი მიიღო და ხვალ, ამავე გუნდების ათენურ (პირეოსი ცალკე ქალაქად კი ითვლება, მაგრამ რეალურად ათენის გარეუბანია) მატჩს ტოვებს. და ვინაიდან პიკე საბერძნეთში თამაშს ვერ შეძლებს, “ბარსელონას” მწვრთნელებმა მას ოთხშაბათამდე ლონდონში გამგზავრების ნება დართეს. ლონდონში კი “ბლაუგრანას” ცენტრალურ მცველს სხვადასხვა ბიზნესი ჰქონია. ესეც მორიგი ფაქტი იმისა, რომ პიკეს ცხოვრება ფეხბურთის მოედანს ფრიად არის გაცილებულიო, წერს კატალონიური სპორტული გაზეთი “ელ მუნდო დეპორტივო”.

ავტორის პროფილი

გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.