საქართველომ საბერძნეთს ტაიმი მოუგო

Home კატეგორიის გარეშე საქართველომ საბერძნეთს ტაიმი მოუგო
საქართველომ საბერძნეთს ტაიმი მოუგო

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფში მეორე შეხვედრა გამართა. საფრანგეთთან გამარჯვების (9:7) შემდეგ, რითაც გუნდმა პრაქტიკულად პლეი-ოფის საგზური გაინაღდა, ჩვენები ძალიან ძლიერ საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ. ბერძნებმა პირველი შეხვედრა იტალიასთან წააგეს და სათამაშოდ ძალიან მოტივირებულნი გამოვიდნენ.

სამწუხაროდ, მოწინააღმდეგემ ყველა ინტრიგა პირველსავე ტაიმში მოკლა და ცხრა ბურთით დაწინაურდა. შესვენების შემდეგ საქართველომ ბევრად უკეთესად ითამაშა და ლოკალური წარმატებაც იზეიმა, საქართველომ ტაიმი – 8:6 მოვიგო, საბოლოოდ კი 10:17 დავმარცხდა.

18 იანვარს, საქართველო იტალიას შეხვდება… იტალია კი არა მხოლოდ ჩვენებთან არის ფავორიტი, ევროპის ჩემპიონობის უპირველესი კანდიდატია…

 

ავტორის პროფილი

გიორგი ღოღობერიძე
გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.