ტოკიო 2020-ის ორგანიზატორებმა ოლიმპიური თამაშებისას შესაძლო მიწისძვრით გამოწვეული შედეგების აღმოფხვრის და სიტუაციაზე კონტროლის მიზნით, არიაკეს ტანვარჯიშის ცენტრში ინსცენირებული მიწისძვრა  მოაწყვეს.

საცდელ ღონისძიებაში დაახლოებით 650 ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის – იაპონიის დედაქალაქის მთავრობის ოფიციალური პირები, პოლიცია, მეხანძრეები და თავდაცვის სამსახურები. თითოეული მათგანი შესაბამის სამუშაოებს ასრულებდა. შესაძლო დაზარალებულების პირველადი დახმარება იყო მათი დროული ევაკუაცია და უსაფრთხო ადგილზე გაყვანა. სწავლება ასევე ითვალისწინებდა შშმ პირების დახმარებას.

7,3-ბალიანი ინსცინირებული მიწისძვრის თარიღად განსაზღვრული იყო 2020 წლის 26 ივლისის 09:15 საათი.

საცდელ ღონისძიებაზე დასწრების სურვილი 350 ადამიანმა გამოთქვა, რამაც სწავლების ორგანიზატორები სასიამოვნოდ გააოცაა.

XXXII ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2020 წლის 24 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.

წილი
წინა სტატიალივერპულმა ყატარში მსოფლიო დაიპყრო! (VIDEO)
შემდეგი სტატიაენდეთ გელას!
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...