ლოზანაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) შტაბ-ბინაში მიმდინარე აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე მონაწილე ქვეყანათა აღლუმის წესები შეცვალეს.
„ათლეტთა აღლუმის თანმიმდევრობაში ცვლილებები შედის. ახალი წესები პირველად ამოქმედდება ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე. სიახლე ის იქნება, რომ მომდევნო სამი ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქვეყნის გუნდები ბოლოს გამოვლენ. კერძოდ, აღლუმს დაასრულებენ აშშ-ის (ლოს ანჯელესი 2028), საფრანგეთის (პარიზი 2024) და იაპონიის (ტოკიო 2020) დელეგაციები,” – ამის შესახებ განაცხადა IOC-ის წარმომადგენელმა მარკ ადამსმა.
მარკ ადამსი ასევე დასძენს, რომ პირველი გუნდი, რომელიც საბერძნეთის, როგორც ოლიმპიური თამაშების ფუძემდებელი ქვეყანის შემდეგ გამოვა, დევნილთა ოლიმპიური გუნდი იქნება. დევნილთა გუნდის შემდეგ ანბანის მიხედვით გამოცხადდებიან ქვეყნები. ახალი ფორმატი ასევე იმოქმედებს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზეც.
აღსანიშნავია, რომ 2016 წლის რიოს ოლიმპიურ თამაშებზე დევნილთა გუნდი ბოლოდან მეორე გამოვიდა.
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
