განუყრელი მეგობრები ლეო მესი და ლუის სუარესი დღეს საღამოს 90 წუთით ერთმანეთის დაუპირისპირდებიან — თელ ავივში ამხანაგური მატჩია, არგენტინა ურუგვაის ხვდება.
ამ შეხვედრით სამხრეთ ამერიკის ეს ორი ნაკრები 2019 წელს დაასრულებს და საქმეს 2020 -ის მარტშიღა დაუბრუნდება. მომდევნო თამაშები ლიონელ სკალონისა და ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესის გუნდებს უკვე ყატარის 2022 წლის შესარჩევის ფორმატით ელით.
არგენტინელები დღევანდელი თამაშის წინ კარგ განწყობაზე არიან, რადგან მათ გასულ პარასკევს ბრაზილიას მოუგეს – 1:0. ბრაზილიის დამარცხება კი მნიშვნელოვანი შედეგია, რომელიც ლოგიკურად ებმის იმ აღმავლობას, რომელსაც „ალბისელესტე” მწვრთნელად სკალონის მისვლის შემდეგ განიცდის.
თავის მხრივ ურუგვაი თუ არ წააგებს, 2019 წელს დაუმარცხებლად ჩაამთავრებს. აქამდე ურუგვაელებს 8 მოგება და 4 ფრე აქვთ ნათამაშები.
ლეო მესიმ ბრაზილიასთან მოედანზე თავიდან ბოლომდე დაჰყო და გამარჯვების გოლიც შეაგდო. მან პენალტი დაარტყა, რომელიც მეკარე ესტებან ანდრადამ აუღო, თუმცა მესიმ დაამატა და გაიტანა. ახლა ამობენ, რომ იმ დღეს დაშავებული მესი შესაძლოა ურუგვაისთან აღარ გავიდეს მოედანზე. თვითმხილველები ამბობენ, რომ ბოლო ვაარჯიშის შემდეგ „ბარსელონას” ვარსკვლავმა მუხლზე ძალიან ბევრი ყინული დაიდო.
სუარესს უნგრეთთან უფრო მშვიდი თამაში ჰქონდა – 1:2. თან, თავდამსხმელმა მოედანზე მხოლოდ 45 წუთი დაჰყო. გოლი არ გაუტანია.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური20/06/2026 | 13:13ესპანური მედია წერს, რომ იამალი დაღვინდა
მთავარი ამბავი20/06/2026 | 09:48პირზე ხელის აფარებისთვის გაძევებული ალმირონი
აქეთურ-იქითური20/06/2026 | 06:53ალჟირმა პროტესტი შეიტანა
მთავარი ამბავი19/06/2026 | 08:45მესის მამა ჰყოლია ცუდად
