დეტალია, მაგრამ საინტერესო: ინგლისთან დამარცხებულმა ახალი ზელანდიის მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასის ისტორიაში უკვე მეორედ წააგო პირველი ტაიმი ისე, რომ ქულის გაკეთებაც ვერ შეძლო.
„ვარდებმა“ სამხრეთელებს საწყისი 40 წუთი 10:0 მოუგეს, ხოლო პირველად შორეულ 1991-ში, II მსოფლიო თასზე მოხდა, როცა ასევე ტიტულის დამცველი ჩემპიონი „ოლ ბლექსი“ მომავალმა მსოფლიო ჩემპიონმა ავსტრალიის ნაკრებმა ასევე ნახევარფინალში 16:6 დაამარცხა, თან პირველ ტაიმში სულაც მშრალზე დატოვა – 13:0!
დიდმა ქემფიზმა და ჰორანმა თითო ლელო გაიტანეს, რომელთაგანაც ერთი გარდაისახა და ასევე ლაინაფმა ერთი ჯარიმაც შეასრულა ზუსტად. არ დაგვავიწყდეს, რომ იმხანად ლელო 4 ქულად ფასობდა და დღევანდელი საზომებით იმ ტაიმში 15:0 დაფიქსირდებოდა.
ჰოდა, ვინ იცის, ეგებ ისტორია მეტი სიზუსტითაც განმეორდეს და ნახევარფინალში ზელანდიელების მშრალად მძლეველმა გუნდმა აქაც იჩემპიონოს?! ვნახოთ, 3 ნოემბრამდე აღარაფერი რჩება…