მართალია, ჯერ მხოლოდ NBA-ს წინასასეზონო დაპირისპირებები მომდინარეობს, თუმცა ახალბედა მოთამაშეებისთვის რეგულარული გათამაშებისთვის ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად ეს იდეალური შანსია.
ამ შანსით პირველივე შესაძლებლობისას ისარგებლა გოგა ბითაძემ. 19 წლის ქართველ ცენტრს, რომელიც „ინდიანა პეისერსმა“ ზაფხულში დრაფტზე აირჩია, „მინესოტასთან“ (111:119) სასტარტო ხუთეულში ადგილი არ შეხვედრია, თუმცა ჯამში 24 წუთი ითამაშა და თავისი გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მექულე გახდა – ბითაძემ 14 ქულა, 4 მოხსნა და 2 შედეგიანი პასი მიითვალა. მასზე მეტი მხოლოდ მინესოტელთა ლიდერებმა კარლ-ენტონი თაუნსმა (33) და ჯარეტ კალვერმა (15) დააგროვეს.
ამით „ინდიანამ“ პრესეზონზე გამოსვლა დაასრულა, დიდი კალათბურთი კი 24 ოქტომბრიდან გახურდება. „ინდიანას“ პირველი მეტოქე „დეტროიტ პისტონსი“ იქნება. წარმატებული დებიუტის შემდეგ, ნიჭიერ ქართველს თავის გამოჩენის შესაძლებლობა წესით პირველივე მატჩში უნდა მიეცეს.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 19:21ბეგის თასი მესამე პლატოს
მთავარი ამბავი06/06/2026 | 20:36როლან გაროსი ანდრეევამ მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 14:07ფავორიტები გავარდნენ
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 20:40ლუკა ჩემპიონი
