2005 წლის 1 სექტემბერი სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღე იყო. მადრიდის „რეალმა“ მოასწრო და „სევილიასგან“ 27 მილიონ ევროდ 19 წლის სერხიო რამოსი დაიმატა.
დღევანდელი საზომებით სერხიო რამოსის დონის ფეხბურთელისთვის 27 მილიონი სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ 2005 წელს მეექვსე უძვირესი ტრანსფერი იყო.
წინა წლების განმავლობაში რამოსი კლუბის ქარიზმატულ ლიდერად და შეუცვლელ კაპიტნად ჩამოყალიბდა. 14 წლის განმავლობაში სერხიო რამოსმა „რეალთან“ ერთად 20 ტიტული მოიგო, რომელთა შორის ჩემპიონთა ლიგის 4 თასი და ესპანეთის ჩემპიონის ამდენივე ტიტულია.
33 წელი სულაც არაა კრიზისული ასაკი. განსაკუთრებით მცველისთვის და განსაკუთრებით იმ მებრძოლი თვისებების პატრონისთვის, რამოსს რომ გააჩნია. ტიტულებიც კიდევ იქნება…
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი16/06/2026 | 18:56ფლორა და დემჩენკო იბერიას
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
მთავარი ამბავი05/06/2026 | 22:20საქართველომ ვარჯიში მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 16:09ფსიქიატრი გვარდიოლაზე…
