პოლიციამ ონილს ჭიქა დაუმალა

Home სიახლეები პოლიციამ ონილს ჭიქა დაუმალა
პოლიციამ ონილს ჭიქა დაუმალა

ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების მწვრთნელ მაიკლ ონილს ედინბურგის სასმართლომ გუშინ 16 თვით აუკრძალა ავტომობილის მართვა და ზედ 1400-ევროიანი ჯარიმა გამოუწერა.

48 წლის მწვრთნელი ბრიტანელმა სამართალდაცავებმა 10 სექტემბერის გამთენიისას შოტლანდიის დედაქალაქის განაპირას დააკავეს და სისხლში დასაშვებ რაოდენობაზე  3-ჯერ მეტი ალკოჰოლი აღმოუჩინეს. გერმანელი ჟურნალისტები წერენ, რომ ონილს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში ჩეხეთის დამარცხებისა და გუნდის პლეი ოფში გაყვანის აღნიშვნა ნამეტანი გაუგრძელდა. „ბილდის“ ყვითელი ამბების მქექავმა ჟურნალისტებმა კი ისიც დაასკვნეს, რომ  მაიკლ ონილს ჩეხეთთან 6 სექტემბერს 2:0 მოგებული მატჩის შემდეგ ხელიდან ჭიქა არ გაუგდია, რაც ბოლოს მისთვის მართვის მოწმობის ჩამორთმევით დასრულდა.