მსოფლიო რაგბის მმართველმა ორგანიზაციამ საქართველოს და კერძოდ ქართული რაგბის განვითარების ისტირიას დოკუმენტური ფილმი მიუძღვნა – „Georgia: Rugby’s Next Superpower. Episode One“. სახელწოდებაშივეა ჩაქსოვილი ის პატივისცემა, რომლითაც ქართული რაგბი დღეს მთელ მსოფლიოში სარგებლობს. ფილმში შეხვდებით ბორჯთალოსანთა ექსკაპიტან მამუკა გორგოძეს, ნაკრების ყოფილ და ამჟამინდელ მწვრთნელებს – კლოდ სორელსა და მილტონ ჰეიგს, რაგბის კავშირის პრეზიდენტ გოჩა სვანიძეს და სხვა საინტერესო რესპონდენტებს.