გახსოვთ, თითქმის ორი ათეული წლის წინ, საქართველომ ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობაზე რომ გამოთქვა პრეტენზია? ეს მეტად ამბიციური იდეა თავიდან ბოლომდე ბადრი პატარკაციშვილს ეკუთვნოდა, რომელიც მოგვიანებით სეოკ-ის პრეზიდენტად აირჩიეს.
„რატომაც არა,“ – ასეთი იყო დევიზი, ხოლო საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში, კანდიდატ ქალაქებად ბორჯომ-ბაკურიანი დარეგისტრირდა, საქმე კი 2014 წლის თეთრ ოლიმპიადას ეხებოდა. იმ პერიოდში, ეს საკმაოდ ამბიციური განაცხადი იყო და გამარჯვება თავიდანვე უტოპიურად ჩანდა. საბოლოოდ ასეც მოხდა. ბორჯომ-ბაკურიანს სოკ-მა აპლიკანტის წოდება არ მიანიჭა…
ახლა კი ბორჯომ-ბაკურიანი საერთაშორისო ოლიმპიურ რუქაზე კვლავ გამოჩნდება, ოღონდ ამჯერად როგორც ევროპის ახალგაზრდული ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის მსურველად. ეს გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომმა მიიღო. საქართველო გამოთქვამს მზაობას 2025 წელს ამ მეტად პრესტიჟული ფორუმის ორგანიზება ითავოს.
ალბათ, შეხსენება არ არის საჭირო, რომ ჩვენ ქვეყანას ეს გამოცდილება უკვე აქვს, როდესაც 2015 წელს თბილისმა ზაფხულის ანალოგიურ შეჯიბრს უმასპინძლა და ევროპის ოლიმპიური კომიტეტისგან საკმაოდ მაღალი შეფასებაც დაიმსახურა.
ზამთრის სპორტში, ამ მულტისპორტულ კონტინენტურ შეჯიბრს 26 წლიანი ისტორია აქვს და უკან უკვე 14 თამაშებია მოტოვებული. გარკვეულია 2021 და 2023 წლების ფესტივალის მასპინძლებიც, რომლებიც შესაბამისად ფინურ ვოუკატში და იტალიურ ფრიული-ვენეცია-ჯულიაში გაიმართება.
სეოკ-ი, ევროპის ოლიმპიურ კომიტეტებში განაცხადს უახლოეს ხანებში გააგზავნის.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური20/08/2026 | 16:48დახურული მოგება
სიახლეები09/08/2026 | 22:29პაოლოს ძე კალიარიშია
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
