თანამედროვე სამყარო ისეა მოწყობილი ქუჩაში ჩქარი ნაბიჯით სიარული, თუნდაც სირბილი არავის უკვირს. ყველას სადღაც მიეჩქარება, აგვიანდება.
აი, ოკეანისგაღმელმა 96 წლის ბაბუმ როი ენგლერტმა კი ვფიქრობთ, ცხოვრებაში თავისი წილი საკმაოზე მეტი ირბინა და ახლა ამ საქმეში რეკორდების დამყარებას შეუდგა.
აშშ-ში, ევროპის თუ აზიის ქვეყნებში ვეტერანებს შორის სირბილში სხვადასხვა შეჯიბრებები უცხო ხილი ნამდვილად აღარ არის. მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციიც გარდა, მსგავს ტურნირებს მსოფლიოს რბენის ასოციაციას ხშირად მართავს ხოლმე. ერთ-ერთი კი ამას წინათ ვირჯინიის შტატში ჩატარდა, რომელშიც ზემოთ ნახსენებმა, თითქმის საუკუნემოყრილმა ენგლერტმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
„ეს სასიამოვნოა და ამავდროულად მხიარულ განწყობაზეც მაყენებს, მაგრამ ყველაზე კარგი განცდა მაშინ მეუფლება, როდესაც ფინიშის ხაზს გადავკვეთ და კონკურენტებს უკან მოვიტოვებ,“ – ამბობს ვეტერანი სპორტსმენი.
ირკვევა, რომ მან მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მარათონულ რბენაში 5 კილომეტრი 4 წუთში დაფარა, რაც წინა შედეგს მთელი 8 წუთით აღემატება. ბუნებრივია, საუბარი სირბილში ვეტერანთა შორის რეკორდზე გვაქვს.
ნიშანდობლივია, რომ ეს როი ენგლერტის პირველი მიღწევა არ გახლავთ. 1995-დან 99 წლამდე ვეტერანებს შორის მას მსოფლიო რეკორდი 800, 1500 და 3 000 მეტრზე სირბილშიც დაუმყარებია. აქვე ისიც დავძინოთ, რომ ენგლერტი ყოველდღიურად 3-4 კილომეტრს დარბის.

წილი
წინა სტატიამეხელენი ევროპიდან მოკვეთეს
შემდეგი სტატიაამერიკა იზრდება
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...