სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ იტალიურ „მილანსა“ და უეფას შორის დავა განიხილა.
საქმე ეხება ფინანსური ფეარ ფლეის პრინციპების დარღვევას. სასამართლომ კლუბი დამნაშავედ ცნო და ევროტურნირებიდან მისი ერთი წლით მოკვეთა გადაწყვეტა.
„როსონერის“ ბოსებმა სასამართლომდევე აღიარეს დარღვევები და ევროპის თასზე ასპარეზობის სანაცვლოდ უეფასგან დარღვევების გამოსასწორებლად ერთწლიანი ვადა მიიღეს.
მილანელთა ადგილს ევროპა ლიგიაში „რომა“ დაიკავებს, „ტორინო“ კი ტურნირში საკვალიფიკაციო ეტაპიდან რომაელთა ნაცვლად ჩაერთვება.