NBA-თითქმის ახალი ჩემპიონი ჰყავს! „ტორონტომ“ შეუძლებელი შეძლო და „გოლდენ სტეიტს“ ფინალორ სერიაში მეორე გასვლითი მატჩიც აართვა – 105:92.
კავაი ლენარდმა ფრთები გამოისხა და 36 ქულას 12 მოხსნაც დაუმატა, თუმცა ეს სულაც არ იყო მთავარი. რა დაემართა მასპინძლების სტეფ კარის? ზაზა ფაჩულიას ძმაკაცის თამაშში ნერვიულობა კი არა, რაღაც კონვულსიური მოძრაობები გაჩნდა.
ალბათ ამადაც იყო, რომ 9 ცდიდან სტეფმა მხოლოდ 2 სამქულიანი ჩააგდო. კი ბატონო, ნებისმიერი სხვა კალათბურთელისთვის 27 ქულა დიდებული შედეგია, მაგრამ როცა კარი 30 -ზე ნაკლებს აკეთებს,„ ოქროსშტატელები“, ფაქტობრივად, უშანსოდ არიან.
„ტორონტო“ 3:1 დაწინაურდა და მომდევნო მატჩი სახლში აქვს. ფინალი კი, მოგეხსენებათ, 4 მოგებამდეა.
1986 წლიდან NBA-ს მსოფლიოს არაოფიციალურ საკლუბო ჩემპიონატსაც უწოდებენ და დიდი შანსია, წელს ეს ტიტული ბრილიანტის ბეჭდებიანად კანადაში დაბინავდეს.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
