საქართველო აშშ-სთან ჯგუფში

Home კატეგორიის გარეშე საქართველო აშშ-სთან ჯგუფში
საქართველო აშშ-სთან ჯგუფში

ბაზელში, ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის (IHF) ოფისში ჩატარდა ერთა ჩემპიონატის წილისყრა. მოგეხსენებათ, შეჯიბრება, რომელშიც მსოფლიოს 12 ეროვნული ნაკრები მონაწილეობს 8-16 ივნისს თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.

საქართველოს ნაკრები მოხვდა B ჯგუფში, სადაც მის გარდა ითამაშებენ: აშშ, ირლანდია, ბულგარეთი, მალტა და ნიგერია.

A ჯგუფში იქნებიან: დიდი ბრიტანეთი, კოლუმბია, ჩინეთი, კუბა, ინდოეთი და აზერბაიჯანი.

შეჯიბრებაში მონაწილე 6 ევროპული გუნდი იმავდროულად გაითამაშებს ევრო 2022-ის შესარჩევი ტურნირის მეორე ეტაპის საგზურს.

IHF ერთა ჩემპიონატი მესამედ ტარდება. წინა ორი გათამაშება, 2015 წელს კოსოვოში და 2017 წელს ბულგარეთში, ფარერის კუნძულების ნაკრებმა მოიგო.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.