გუშინ ინგლისის ნაკრებმა მშობლიურ „უემბლიზე“ ჩეხების ეროვნულ გუნდს ყური აუწია და 5:0 მოუგო.
მატჩის გმირი რაჰიმ სტერლინგი გახდა – სანაკრებო ჰეთ-თრიქით და ისიც ჩეხთა დარ მეტოქესთან, ბევრი ვერ დაიკვეხნის. თუმცა, შეხვედრას სტერლინგის გარდა ერთი გმირიც ჰყავდა და სხვა ვინ უნდა ყოფილიყო, თუ არა ჰარი კეინი.
პირველი ნახევრის კომპენსირებულ დროში მან პენალტი ზუსტად შეასრულა და ანგარიში 2:0 გახადა. მერე რაო, რო?! პენალტი ვის არ გაუტანია?! საქმე იმაშია, რომ ეს კეინის მიერ კლუბსა და ნაკრებში ზედიზედ გატანილი მე-18 პენალტი აღმოჩნა. სულ მისი სანაკრებო გოლების ოდენობამ 21-ს უწია, თუმცა ჯერ ნაკრების მეგოლეთა ათეულშიც ვერ შედის.
საუკეთესო შედეგი ისევ უეინ რუნის აქვს, ვინაც ინგლისის მაისურით 120 შეხვედრაში 53 გოლი გაიტანა. კეინის 21-მა გოლმა და გატანილი პენალტების სერიამ გიორგი დემეტრაძის არანაკლები სერია გაგვახსენა: ვლადიკავკაზის „ალანიას“ რიგებში ერთ სეზონში გატანილი 21 გოლით მაშინ დემემ რუსეთის საუკეთესო ბომბარდირობა ირგუნა. იმ ერთ სეზონში ქართველმა ზედიზედ 11 პენალტი (10 ჩემპიონატში და 1 თასზე) გაიტანა.

ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
