დანიამ საქართველოსთან ხუთამდე ითამაშა

Home სიახლეები დანიამ საქართველოსთან ხუთამდე ითამაშა
დანიამ საქართველოსთან ხუთამდე ითამაშა

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევრო 2019-ის მეორე შესარჩევი მატჩი გამართა და  ამჯერადაც დიდი ანგარიშით დამარცხდა – გია გეგუჩაძის შეგირდებმა დანიის პატარა ქალაქ ოლბორგში, დანიელ თანატოლებთან 2:5 წააგეს.

 

„ოლბორგ სთედიუმზე“ შეხვედრა თავიდანვე მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. შესვენებამდე ისინი ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდნენ. მეორე ტაიმის დასაწყისში კი მესამე და მეოთხეც გაიტანეს. საბოლოოდ კი მასპინძლებმა 5:2 იმარჯვეს.

 

დღესვე, ჩვენს ჯგუფში პარალელურად მეორე მატჩიც გაიმართა – პოლონეთმა და ფინეთმა ნამდვილ თრილერში გამარჯვებულის ვინაობა ვერ გაარკვიეს – 3:3.

 

დანია (U-21) 5:2 საქართველო (U-21)

1:0 ინგვარტსენი (7), 2:0 დუელუნდი (21), 3:0 ინგვარტსენი (50), 4:0 ლარსენი (60), 4:1 მიქელთაძე (83), 5:1 სკოვი (84), 5:2 მიქელთაძე (85)

დანია: ივერსენი, ანდერსენი, ნელსონი, რასმუსენი, ნილსენ-კრისტენსენი, ბილინგი (კრისტენსენი 81), იენსენი (სკიტე 69), ლარსენი (მაელე 69), სკოვი, დუელუნდი, ინგვარტსენი

მწვრთნელი: ნილს ფრედერიკსენი

საქართველო: კუპატაძე, შულაია, მარგველაშვილი, ტაბიძე, ნადარაია, ხარაიშვილი, ჩაკვეტაძე, ჩიკვილაძე (ბაშელეიშვილი 79), ზარანდია (არველაძე 54), არაბიძე, ბერიძე (მიქელთაძე 69)

მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

 

 

1.დანია                       3          3          0          0          14:2     9

2.პოლონეთი              2          1          1          0          6:3       4

3.ლიტვა                      2          1          0          1          3:6       3

4.ფინეთი                    2          0          2          0          4:4       2

5.ფარერები                 3          0          1          2          1:7       1

6.საქართველო           2          0          0          2          2:8       0