გახსოვთ, რა ქნა „რეალის” კაპიტანმა სერხიო რამოსმა ამსტერდამში? განზრახ მიიღო ყვითელი ბარათი, აქაოდა „აიაქსთან” საქმე უკვე გაკეთებული გვაქვს („რეალს” 2:1 ჰქონდა მოგებული) და ჯობს საპასუხო თამაში გამოვტოვო, ვიდრე დამოკლეს მახვილივით დაკიდებული ყვითელი ბარათი, იქით, უფრო ძლიერ გუნდებთან გადამყვესო.
უეფამ „რეალის” გამარჯვებაში დარწმუნებულ რამოსს ყვითელი ბარათის განზრახ მიღებისთვის (ეს პრეს-კონფერენციაზე თავისი პირით აღიარა) ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა, რის გამოც ესპანელ ვარსკვლავს „აიაქსის” მიერ „რეალის” რბევის ყურება „სანტიაგო ბერნაბეუზე” თავისი საკუთარი ლოჟიდან მოუხდა.
ფოტოს თუ კარგად დააკვირდებით, ადვილად დარწმუნდებით, რომ ლოჟა ნამდვილად სერხიოსია — უკან SR4 აწერა.
თამაშის წინ რამოსი გასახდელშიც ჩასულა და ბიჭები (რომლებმაც 1:4 წააგეს) გაუმხნევებია. მას ხალხისთვისაც მოუწოდებია, გუნდს მხარში დაუდექითო.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები13/08/2026 | 14:10მეოთხე ქართველი ლა ლიგაში
სიახლეები12/08/2026 | 21:49ბასილაშვილი ცინცინატს დაემშვიდობა
სიახლეები23/07/2026 | 15:06რევანშისთვის
მთავარი ამბავი17/07/2026 | 22:07ეგ ბეჭედი ვისია?..
