ბერნდ შუსტერი, მადრიდის „რეალის“ ოდინდელი ვარსკვლავი, კარგა ხანია საფეხბურთო საქმეებს ჩამოშორებულია. თუმცა, კლუბთან ურთიერთობა არ გაუწყვეტია და ხანდახან დირექტორებსა და მწვრთნელებს სასარგებლო რჩევებს ან მოთამაშეებს სთავაზობს ხოლმე.
ამჯერად, ის „სამეფო კლუბის“ სამეფო თასზე „ბარსელონასთან“ შერცხვენას აღუშფოთებია და El Transistor-ისთვის მწარ-მწარე სიტყვები უთქვამს.
„ამ ნახევარდაცვამ „ჟირონასაც“ ვერაფერი დააკლო და რაზე უნდა ვილაპარაკოთ. კროოსი საერთოდ, დიზელის ტრაქტორს დაემსგავსა. ვარანი საკუთარ აჩრდილს ჰგავს. „ბარსასთან“ ის საშინელი იყო პოზიციურ თამაშში. არც სხვები წყეტენ ვარსკვლავებს ციდან. გატანაც უჭირთ, მაგრამ მათ ხომ ისტორიაში საუკეთესო მეგოლე დაკარგეს.“ – წუხს შუსტერი.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
სიახლეები31/05/2026 | 18:26კვარაცხელიების პენალტები
სიახლეები27/05/2026 | 13:47შმეიხელი მხარმა გააჩერა
სიახლეები26/05/2026 | 21:25ტორპედომ და იბერიამ დაძაბეს
კატეგორიის გარეშე16/04/2026 | 16:09მბაპე 70
