ფრანგილმა გამოცემა france footboll -მა მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მეკარეების ათეული დაასახელა. რაიმე სახის მასშტაბური გამოკითხვა არ ჩატარებულა და ეს კონკრეტული გამოცემის ვერსიაა, მაგრამ მისი ავტორიტეტულობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, მაინც გაგაცნოთ:
1. ლევ იაშინი (სსრკ)
2. გორდონ ბენქსი (ინგლისი)
3. დინო ძოფი (იტალია)
4. ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია)
5. მანუელ ნოიერი (გერმანია)
6. პეტერ შმეიხელი (დანია)
7. ზეპ მაიერი (გერმანია)
8. იკერ კასილიასი (ესპანეთი)
9. ედვინ ვან დერ სარი (ჰოლანდია)
10. პიტერ შილტონი
ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ ეს ერთი გამოცემის ვერსიაა, გემოვნებაზე კი არ დავობენ.
ჰოდა, რადგან ასეა, ჩვენც შეიძლება გვქონდეს სუბიექტური აზრი და ამ ათეულში თუნდაც გერმანელი ოლივერ კანი მოვისაკლისოთ. საქმე მხოლოდ უშუალო ფუნქციების შესრულებაში როდია. გაისენეთ, რამხელა გავლენა ჰქონდა კანს მისი გუნდის სრულ შემადგენლობამდე და როგორ უბორკავდა ფეხებს მეტოქის ფორვარდებს.
მავანს, შესაძლოა, გენიალური ლუის არკონადა ან ენდონი სუბისარეტა გაახსენდეს.
ამგვარი კამათი სათავეს იმ დროიდან იღებს, როცა ფეხბურთის მოედანზე ბურთი პირველად გაგორდა და არც არასოდეს დასრულდება.
პელე თუ მარადონა?
ბარსა თუ რეალი?
ქათამი თუ კვერცხი?
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
