ნეიმარი ლაპარაკშიც ტყუის

Home აქეთურ-იქითური ნეიმარი ლაპარაკშიც ტყუის

ფეხბურთის მეფემ თანამემამულე ნეიმარი გააკრიტიკა, სიმულაციას ხშირად მიმართავს და ეს იმიჯს უფუჭებსო.

პელემ განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება 2018 წლის მუნდიალზე, სადაც ნეიმარმა ჯამში 14 წუთი გაატარა წაქცეულმა.

პსჟ–ის ვარსკვლავმა კი ასე უპასუხა:

„პელეს ნათქვამი ყოველთვის გასათვალისწინებელია. მისი ნათქვამი საინტერესოდ მომეჩვენა. მუნდიალზე ერთხელაც არ მიმიმართავს სიმულაციისთვის. ჩემზე წესებს არღვევდნენ. თუმცა ხალხს უკვე ვეღარ დაარწმუნებ. რადგან ნეიმარი ვარ, სიმულაციასთან მაკავშირებენ, ჯარიმას კი ვერ ხედავენ. პელეს ნათქვამს პატივს ვცემ, მაგრამ არ ვეთანხმები.“

ავტორის პროფილი

ილია ნანობაშვილი
კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ