ბოლო წამზე გიორგი ცხოვრებაძეს კვიპროსელთა კარში პენალტი რომ შეეგდო, თამაში 25:25 დამთავრდებოდა და საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევრო 2022-ის პირველი შესარჩევი ეტაპის B ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებდა, მაგრამ არ გამოვიდა. და მაინც, შეუძლებელია საყვედური წამოგვცდეს 17 წლის ბიჭის მიმართ, რომელმაც ამ გადამწყვეტ შეხვედრაში ყველაზე მეტი, 11 გოლი გაიტანა. შედარებისთვის, ქართველთაგან ცხოვრებაძის შემდეგ ყველაზე მეტი ირაკლი ჩიქოვანს ჰქონდა გატანილი — 5.
სამწუხაროდ, მალტის ტურნირზე ფავირიტად ჩასული საქართველო ჯგუფში მეორე ადილს დასჯერდა და ფლეი-ოფის ეტაპს მიღმა დარჩა. კვიპროსელებმა დამსახურებულად გაიმარჯვეს. მათი მოძრავი გუნდი დაცვაში კარგად ბოჭავდა ქართველებს და არც შეტევაში ჩამორჩებოდა.
პირველ ტაიმში კვირპოსელები მე-11 წუთიდან დაწინაურდნენ და პირველი ტაიმი 14:12 მოიგეს. შესვენების შემდეგ 28-42-ზე წუთებზე ქართველებისთვის ყველაზე კარგი პერიოდი იყო. ჩვენები 21:19 გავიდნენ წინ, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს, მეტოქეს ისევ ჩამორჩნენ და… ბოლოს რაც მოხდა, თავში მოგახსენეთ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს 2019 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი შეჯიბრებაც ელის.