„მანჩესტერ იუნაიტედის” თანამშრომლები, რომელთაც ოფისები ლეგენდარულ სტადიონ „ოლდ ტრეფორდზე” აქვთ, შეწუხდნენ — თავზე შარდი ეწვეთებათ. გამოსავალი? მათ პოლიეთილენის რულონები შეიძინეს და თამაშის დღეებში მაგიდებს აფარებენ.
საიდან გაჩნდა განვითარებული ქვეყნის მდიდარი კლუბის ცნობილი სტადიონის კაბინეტებში შარდი? საიდან და, მატჩების დღეებში სტუმარ გულშემატკივართათვის გამოყოფილი ტირიბუნის ახლომახლო ტუალეტები დატვირთვას ვეღარ უძლებს. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა სათასო შეხვედრების დროს, რადგან ამ დღეებში, როგორც წესი, სტუმარი ფანებისთვის მეტი ადგილი რჩება და შესაბამისად მათი და შარდის რაოდენობა მეტია.
„გარწმუნებთ, რომ თანამშრომლებს კარგად დაგვაფსეს, — თქვა ერთ-ერთმა მათგანმა, რომელიც წინა შაბათს, „მანჩესტერ იუნაიტედისა” და „რედინგის” სათასო შეხვედრაში განსაკუთრებით დაიტანჯა, — ნამდვილად არ არის სასიამოვნო, როდესაც თამაშის მეორე დილით სამსახურში ბრუნდები და მაგიდაზე საშინელება გხვდება. არც სანახავად ვარგა და სუნიც საშინელია. „ოცნებათა თეატრი” „კოშმარების თეტრად” გვექცა”.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
აქეთურ-იქითური18/07/2026 | 18:58ფეხბურთი ვიცი, ცხოვრებას ვსწავლობ