ტოჩიმ ბეწვის ხიდზე გაიარა

Home კატეგორიის გარეშე ტოჩიმ ბეწვის ხიდზე გაიარა
ტოჩიმ ბეწვის ხიდზე გაიარა

ქართველმა ოძეკიმ ტოჩინოშინმა კიუსიუ ბაშოს მეთოთხმეტე საშწჯიბრო დღეს დადებითი ბალანსი დაიბევა და თავიდან აიცილა იანვრის ბაშოზე ტიტულის დაცვის აუცილებლობა.

ლევან გორგაძემ უკვე კლასიკად ქცეული მარცხენა ჩავლების ხარჯზე ადვილად გაიტანა დოჰიოდან სეკივაკე მიტაკუემი. ლევანის ბალანსი 8:6 გახდა და ხვალინდელ შერკინებას სიოხოძანთან (პირად შეხვედრებში 13:3) სატურნირო მნიშვნელობა დაეკარგა.

ტურნირს აქამდე ერთპიროვნული ლიდერი ჰყავდა, მაგრამ ელიტის ყველაზე ახალგაზრდა წევრმა მეორე მარცხი იწვნია და ახლა ლიდერობას ოძეკი ტაკაიასუსთან იყოფს.

არ არის გამორიცხული, იმპერატორის თასის მფლობელის გამოსავლენად დამატებითი ბრძოლის გამართვა გახდეს საჭირო.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".