ვილიანმა თქვა, რომ თუ „ჩელსის” მწვრთნელად კვლავ ანტონიო კონტე იმუშავებდა, მისი „სტემფორდ ბრიჯზე” დარჩენა გამორიცხული იყო. ვილიანის გასახარად კონტემ რთული 2017-18 წლების სეზონის შემდეგ დასავლეთ ლონდონური გუნდი დატოვა.

ბრაზილიელი მთალი ზაფხულის განმავლობაში ცდილობდა სხვა გუნდში გადასვლას. მას კონტე არ უნახავს, არ დალაპარაკებია. სიტუაცია მას მერე შეიცვალა, რაც ფეხბურთელმა გაიგო, რომ იტალიელი მწვართნელი წავიდა.

მაისში, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის მოგების შემდეგ ვილიანმა სოციალურ ქსელში მოზეიმე „ჩელსის” ფოტო გააზიარა, რომელზეც მწვრთნელი თასის პატარა გამოსახულებებით დაფარა.

„კონტე რომ დარჩენილიყო, მე წავიდოდი. ახლა კი მხოლოდ იმ შემთვევაში წავალ თუ თავად კლუბი გამიშვებს. მე „ჩელსიში” თამაში მინდა”, — თქვა ნახევარმცველმა.

ვილიანმა კონტეს გაკრიტიკების შანსი ხელიდან არც მაშინ გაუშვა, როდესაც ჰკითხეს, „არსენალთან” მეორე ტურის შეხვედრისგან რას ელითო.

„ვფიქრობ, ახლა ჩვენი შედეგების სასიკეთოდ შემობრუნების შესაძლებლობა გამოგვიჩნდება, რადგან ძველი მწვრთნელი წავიდა და თამაშის სტილი შევცვალეთ. ახალი მწვრთნელი მოგვიწოდებს პასუხისმგებლობასთან ერთად მოედანზე საკუთარი ფეხბურთით ვისიამოვნოთ. ახალი დამოკიდებულებით ჩვენ შეგვიძლია „არსენალს” პრობლემები შევუქმნათ.

ახლებურად თამაში სასიამოვნოა. ჩვენ ბევრი მაღალი კლასის ფეხბურთელი გვყავს, მაგალითად ედენ აზარი და პედრო. მათ ნამდვილი ფეხბურთის თამაში უნდათ. სწორედ ამიტომ გველაპარაკება მაურიციო სარი სახალისო ფეხბურთზე. ეს ბრაზილიური სამბას მსგავსია. ჩვენ, ბრაზილიაში სწორედ ასე თამაშს ვცდილობთ.

„არსენალთან” საგანგებო შეხვედრა გვექნება, რადგან ის დერბია. შაბათისთვის სერიოზულად უნდა მოვემზადოთ”, — თქვა ვილიანმა.