„ინტერს” ჯერ იყო და „რეალისგან” ლუკა მოდრიჩის შეძენა უნდოდა, შემდეგ კი „ბაიერნისგან” არტურო ვიდალის, მაგრამ ხორვატი მადრიდში დარჩა, ხოლო ჩილელი „ბარსელონაში” გადავიდა. ახლა მილანელები „მანჩესტერ სიტისგან” გერმანელი ილქაი გუინდოგანის გადაბირებას ცდილობენ.
ცნობა იმის შესახებ, რომ „ნეროაძურის” 27 წლის ნახევარმცველის ყიდვა სურს „ტუტოსპორტმა” გაავრცელა.
მოგეხსენებათ, „ინტერი” ახალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში იასპარეზებს და როგორც ჩანს გუნდს მოედნის ცენტრში შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული მოთამაშე სჭირდება.
„სან სიროს” ბინადარი მზად არის ინგლისის ჩემპიონს 40 მილიონი ევრო შესთავაზოს. ახლა საკითხი ასე დგას: შეელევიან კი მანჩესტერელები თურქული წარმოშობის ფეხბურთელს? მან ხომ პეპ გვარდიოლას გუნდში ადგილი დაიმკვიდრა და საეჭვოა კატალონიელ მწვრთნელს გასაყიდად ემეტებოდეს.
ბოლო ორ სეზონში გუინდოგანმა „მანჩესტერ სიტის” შემადგენლობაში 64 შეხვედრა ჩაატარა (11 გოლი გაიტანა) და „სიტის” ერთ-ერთი მნიშვნელოვან წევრად დამკვიდრდა. „მანჩესტერ სიტიმ” გუინდოგანი „დორტმუნდისგან” 2016 წლის ზაფხულზე 27 მილიონ ევროდ იყიდა.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 18:09ერთი დღის ორი ოქრო
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 15:15საქართველო ესპანელს ჩაბარდა
კატეგორიის გარეშე09/04/2026 | 17:23საქართველო მსოფლიო თასის ფლეი ოფშია
დავთარი25/03/2026 | 21:25ახალი კაპიტანი
