ცოდოა ეს კაცი — „ლივერპულის” დათარსულმა მეკარემ ლორის კარიუსმა მწვრთნელ იურგენ კლოპს ალბათ საბოლოოდ დაუმტკიცა, რომ მერსისაიდელთა კარს სხვა უნდა იცავდეს. აშშ-ის ქალაქ შარლოტში, რომელიც ჩრდილოეთ კაროლინაში მდებარეობს, „ბენქ ოფ ამერკა სთედიუმზე”, „ლივერპულისა” და „დორტმუნდის” თამაში სულ რაღაც სამი წუთის დაწყებული იყო, როდესაც მან მორიგი უხეში შეცდომა დაუშვა: ბურთის მოსაგერიებლად გამოვარდა, მაგრამ შორს გადაგდების ნაცვლად ის პირდაპირ დორტმუნდელ მაქსიმილიან ფილიპს მიართვა. გერმანელი გოლკიპერის საბედნიეროდ, ფილიპმა კარში ვერ დაუმიზნა.
შეგახსენებთ, რომ კლოპმა სარეკორდო 67 მილიონ გირვანქად უკვე შეიძინა ბრაზილიელი მეკარე ალისონი, რომლის დებიუტიც 4 აგვისტოს დუბლინში, „ნაპოლისთან” შედგება, მას მერე, რაც „წითლები” აშშ-ში სამმატჩიან შეკრებას დაასრულებენ.
კლოპმა თქვა: „ალისონს ერთი სული აქვს როდის ითამაშებს. რასაკვირველია, შეიძლებოდა ამერიკაშიც ჩამოგვეყვანა, მაგრამ ამას არანაირი აზრი არ ჰქონდა. მას ხანგრძლივი სეზონი ჰქონდა და ვამჯობინე დასასვენებლად გამეშვა. რომ ჩამოვა, კიდევ ორი ამხანაგური შეხვედრა გვექნება და ესეც არ იყოს, „ვესტ ჰემთან” სეზონის პირველი თამაში გვაქვს, ბოლო კი არა”.
„ლივერპულისა” და „დორტმუნდის” ამხანაგურ მატჩში კი ანგარიში თავური დარტყმით ინგლისური გუნდის მცველმა ვირგილ ვან დიიკმა გახსნა, მაგრამ მეორე ტაიმში ორჯერ პულიშიჩმა (აქედან ერთხელ პენალტით) და ერთხელაც იაკობ ბრუნ ლარსონმა გამარჯვება დორტმუნდელებს მოუტანეს.
ოთხშაბათს „ლივერპული” ნიუ ჯერსიში „მანჩესტერ სიტის” ეთამაშება, ხოლო შაბათს მიჩიგანში „მანჩესტერ იუნაიტედს”.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 20:40ლუკა ჩემპიონი
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 14:59ბითაძე ფლეი ოფში
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 14:33თბილისში, ბაჰრეინთან…
კატეგორიის გარეშე11/04/2026 | 11:19შედეგიანი მამუ და ბითაძის ორმაგი
